2019-10-25 17:47:19
ევროპარლამენტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ევროპარლამენტის სხდომას დაესწრო

ევროპარლამენტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი ევროპარლამენტის სხდომას დაესწრო. წერეთელი შეხვდა ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტს კლარა დობრევს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მაკალისტერს.  შეხვედრებზე ისაუბრეს, ევროპაში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოში მიმდინარე ვითარებაზე, როგორც დემოკრატიული განვითარების კუთხით ასევე იმ მწვავე საკითხებზე, რომელიც ეხება ბორდერიზაციას და ატოცში განვითარებულ ბოლო მოვლენებს.

გიგი წერეთელის განცხადებით, რუსეთის მოქმედებებს სჭირდება გაცილებით უფრო აქტიურიი და სერიოზული პასუხი საერთაშორისო თანამეგობრობისგან.

„მე მქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროპარლამენტში და ამ შეხვედრებზე რათქმაუნდა  არის მნიშვნელოვანი თემები რაც ეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, ეხება კონკრეტულ საკითხებს, იქნება ბალკანები თუ იქნება თურქეთ-სირიის კონფლიქტი, თუ სხვა მნიშვნელოვანი თემები, მაგრამ, ვფიქრობ, კონფლიქტები არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მე ხაზს ვუსვამ და ყველა ასეთ შეხვედრაზე, ბუნებრივია, საქართველოზე საქართველოში მიმდინარე ბორდერიზაციაზე, უკანონობაზე, რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე გვქონდა საუბარი“ - განაცხადა გიგი წერეთელმა

ამავე თემაზე