2019-10-14 10:32:44
თუ ადამიანი გამოიყურება როგორც ივანიშვილის ნაყიდი და საუბრობს როგორც მისი ფულის ამღები ის არის მისი ხელის ბიჭი და ნაყიდი - სააკაშვილი ბოკერიაზე 

თუ ადამიანი გამოიყურება როგორც ივანიშვილის ნაყიდი და საუბრობს როგორც მისი ფულის ამღები ის არის მისი ხელის ბიჭი და ნაყიდი - ასე ეხმაურება, სოციალურ ქსელში საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას ინტერვიუს. 

"თუ ადამიანი გამოიყურება როგორც ივანიშვილის ნაყიდი, საუბრობს, როგორც ივანიშვილისგან ფულის ამღები, მებრძვის მე ფორმულით "ყველას მინუს მიშა", ის არის ივანიშვილის ხელის ბიჭი და ივანიშვილის ნაყიდი. საქართველოში აუცილებლად გათენდება! P.S ვულოცავ ჩემს მეგობარ კაჩინსკის პოლონეთში არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას! გამარჯვება იქაურ ქოცებზე და ევროქოცებზე! მალე საქართველოში!” - განაცხადა სააკაშვილმა.

ამავე თემაზე