2019-10-14 10:15:53
"ისევ თავხედობის უფლებას აძლევენ თავს "ზონდერ დეკანოზები" ,"- მამა ანდრია

მღვდელმონაზონი ანდრია სარია, სოციალურ ქსელში ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს წერილს აქვეყნებს. მეუფე პეტრეს წერილი საპატრიარქოში აქვს გაგზავნილი, ის ითხოვს გაიმართოს სინოდის სხდომა და იმსჯელონ იმ სასულიერო პირების შესახებ, რომლებიც მას ცილს სწამებენ.
ანდრია სარია წერს, რომ ერთი წლის წინანდელი წერილი კვლავ აქტუალურია. პირველი რადიო მამა ანდრიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"2018 წლის ზაფხულში შედგენილი წერილი ყოველ დღე აქტუალურია ეკლესიის ცხოვრებაში, ვინაიდან დღემდე არ განხილულა ეს საკითხი და დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, სამწუხაროა, რომ ისევ თავხედობის უფლებას აძლევენ თავს ე.წ. მორიგი "ზონდერ დეკანოზები" ანდრია ჯაღმაიძის სახით...

პასუხისმგებლობას მათ საქციელზე და ამ უხერხულობებზე წერილის ადრესატებს ვაკისრებთ, უფალო შეგვიწყალენ. ამინ!"

ჭყონდიდის მიტრპოლიტმა, პეტრე ცაავამ საპატრიარქოს სინოდის სხდომის მოწვევის მოთხოვნით 2018 წლის 4 ივნისს მიმართა. ის მის მიმართ აგრესიაზე, მუქარასა და ცილისწამებაზე საუბრობს. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ერთ-ერთია იმ მცირე სასულიერო პირებს შორის, ვინც ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა.                   



 

ამავე თემაზე