2019-10-11 12:29:16
როგორც ვატყობ, დანარჩენი 11 მოსამართლე არანაკლებ სიურპრიზს შემოგვთავაზებს - გოცირიძე 

როგორც ვატყობ, დანარჩენი 11 მოსამართლე არანაკლებ სიურპრიზს შემოგვთავაზებს - ამის შესახებ განცხადება, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თმით, მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენებმა გამოავლინა, რომ ისინი დაბალი კვალიფიკაციის, ერუდიციის და სამართლებრივ საკითხებში დაბალი ცოდნის მქონე ადამიანები არიან.

„გარდა იმისა, რომ აქამდე მოსამართლეებს ხელისუფლების მორჩილ ადამიანებად ვიცნობდით და აღნიშნული მიმართულებით იყო ძირითადი კრიტიკა, მოსმენებმა გამოავლინა მეორე, არანაკლებ მძიმე რამ. თურმე ისინი საკმაოდ დაბალი კვალიფიკაციის, დაბალი ერუდიციის და სამართლებრივ საკითხებში დაბალი ცოდნის მქონე ადამიანები არიან. ძალიან სამწუხარო და სავალალო სურათი იყო ცხრა კანდიდატის მოსმენის განმავლობაში. კარგი შთაბეჭდილება, როგორც სპეციალისტმა, ერთი-ორმა ადამიანმა დატოვა, თუმცა აღნიშნული არაფრით ამართლებს ზოგად ნაკლს, რომელიც არის ხელისუფლების მორჩილება და არადამოუკიდებლობა. როგორც ვატყობ, დანარჩენი 11 მოსამართლე არანაკლებ სიურპრიზს შემოგვთავაზებს. კარგია, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოვავლინოთ მათი ყველა მხარე”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე