2019-10-11 10:24:23
მრჩება განცდა, რომ სტრატეგიულ ამოცანად ისახავს ჩვენს დისკრედიტაციას - მელია ბოკერიაზე 

მრჩება განცდა, რომ სტრატეგიულ ამოცანად ისახავს ჩვენს დისკრედიტაციას - ამის შესახებ განცხადება, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ტელეკომპანია მთავარის ეთერში თქვა საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, არ არის აუცილებელი, რომ შერიგდნენ მთავარია მორიგდენენ.

“სტრატეგიულ საკითხებში ევროპულ საქართველოსთან ვთანხმდებით, არ არის აუცილებელი ჩვენ შევრიგდეთ, უბრალოდ მე მგონია, რომ უნდა მოვრიგდეთ. იმაზე უნდა მოვრიგდეთ, ჩვენს შვილებს ვუტოვებთ ტვირთად ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის თუ ამ ფუნდამენტურ, ეგზისტენციალურ პრობლემას ვაგვარებთ ჩვენ, სანამ ცოცხლები ვართ. ვინც არ მორიგდება, ეს ყველაფერი სააშკარაოზე გამოვა. მე რაც არ მომწონს ევროპული საქართველოს ზოგიერთ ლიდერში არის ის, რომ თითქოსდა პროვოცირებენ. თუნდაც გიგა ბოკერია, მრჩება განცდა, რომ სტრატეგიულ ამოცანად ისახავს ჩვენს დისკრედიტაციას. ამოცანად აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან ომი. ევროპული საქართველოს ბევრ წევრთან მე ვმეგობრობ... მაგრამ ცალკე აღებულ ამ ადამიანს (გიგა ბოკერიას) მე ვერაფერი გავუგე, სიმართლე გითხრათ. რა უნდა ვერ გავიგე. გასაგებია რომ გინდა აჩვენო განსხვავება მაგრამ არა იმდენად, რომ უნებლიედ დაასხა ივანიშვილის წისქვილზე წყალი…” - განაცხადა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე