2019-10-10 12:07:18
"ნაზი ჯანეზაშვილმა და შალვა თადუმაძემ ერთი და იგივე ინსტიტუტი დაამთავრეს"

ნაზი ჯანეზაშვილმა და შალვა თადუმაძემ ერთი და იგივე ინსტიტუტი დაამთავრეს - უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ 2002 წელს მანაც ის ინსტიტუტი დაამთავრა, რაც საქართველოს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ.

"გუშინ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც დეპუტატებმა ეჭვი შეიტანეს შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაში ის იყო, რომ ინსტიტუტს, სადაც ის სწავლობდა, 2003 წლიდან მიენიჭა ნოდარ დუმბაძის სახელი. ჩვენი ოპონენტების მხრიდან მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით შეურაცხმყოფელ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. საქართველოს გენერალურ პროკურორს თაღლითიც კი უწოდეს. ჩვენ მოვიძიეთ და კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი არის ნაზი ჯანეზაშვილი, მის დიპლომში დამთავრების თარიღად 2002 წელი ფიქსირდება. ქალბატონმა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომლის კვალიფიკაციასა და დიპლომის ნამდვილობაში არ გვეპარება ეჭვი, მან ეს დიპლომი წარმოადგინა მაშინ, როდესაც იყო კანდიდატი და მხარდაჭერილი საქართველოს პარლამენტის მიერ და მას ჩვენმა ოპონენტებმაც დაუჭირეს მხარი, იგივე ინსტიტუტი დაამთავრა. შესაბამისად, არგუმენტი, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო 2003 წლამდე ნოდარ დუმბაძის სახელის მითითება ამ უნივერსიტეტის დასახელებაში, შეგვიძლია გადავდოთ გვერდით,"- განაცხადა დღეს მდინარაძემ.

ამავე თემაზე