2019-10-09 19:27:57
ხვალიდან ივანიშვილის სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი, უდიპლომო გენერალური პროკურორის - თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე - ხაზარაძე 

ხვალიდან ივანიშვილის სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი, უდიპლომო გენერალური პროკურორის - თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე - წერს სოციალურ ქსელში, "ლელოს დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ხვალიდან იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება - ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!

"ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11:00 საათზე ჩემი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იწყება. საქმე, რომელსაც საფუძვლად ყოვლად აბსურდული ბრალდება, ე.წ. „ფულის გათეთრება“ დაედო.
ხვალიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის - შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან!
ხვალიდან იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება - ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!

გეპატიჟებით ყველას - საერთაშორისო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, მოქალაქეებს, რათა იხილოთ როგორია ბიძინას სასამართლო და გაეცნოთ საქმეს, რომელიც კიდევ ერთხელ ახდის ფარდას ივანიშვილის მიერ შექმნილ ჭაობს, დალპობით რომ ემუქრება სახელმწიფოსაც და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების მომავალსაც.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - #ესდასრულდება!" - წერს ხაზარაძე.

ამავე თემაზე