2019-10-09 19:17:11
ჯიშკარიანი არ ცდილობდა ძალადობას, ინვენტარი დაამტვრია თავად თათიამ - კუბლაშვილი 

ჯიშკარიანი არ ცდილობდა ძალადობას, ინვენტარი დაამტვრია თავად თათიამ - ამის შესახებ განცხადება, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებს გააგრძელოს ცხოვრება, ამ სახელით და იბრძოლებს, მანამ სანამ არ დაამტკიცებს საკუთარ უდანაშაულობას. კუბლაშვილი ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სამედიცინო დაწესებულებაში შეხვდა.

ილია ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს და მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს  ცრუს უწოდებს - განცხადება ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ბრალის წარდგენის მერე დეპუტატი ამბობს, რომ ის არ ელოდა ამ ბრალდებას, როგორც არ ელოდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას. აპირებს ბრძოლას გამართლებამდე,"- აცხადებს მარიამ კუბლაშვილი. ადვოკატის თქმითვე, მას აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რითიც დადგინდება ილია ჯიშკარიანის უდანაშაულობა.

"ის არის მორალურად განადგურებული და მისივე სიტყვებს გეუბნებით, მას არ სურს გააგრძელოს ცხოვრება ამ სახელით და იბრძოლებს, სანამ არ დაამტკიცებს საკუთარ უდანაშაულობას, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ცდილობდა ძალადობას, ინვენტარი დაამტვრია თავად თათიამ," - განაცხადა კუბლაშვილმა.

ამავე თემაზე