2019-10-09 13:59:41
ღვთის ნებას რატომ ეწინააღმდეგებით ბატონო რომან? - თადუმაძე გოცირიძეს

ღვთის ნებას რატომ ეწინააღმდეგებით ბატონო რომან? - ასე პასუხობს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, შალვა თადუმაძე, საპარლამენტო მოსმენაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის რომან გოცირიძეს კითხვას.

პარლამენტის წევრმა კითხვის დასმისას ზევსისა და თემიდას მაგალითი მოიყვანა, "გახდებოდა თუ არა თემიდა სამართლიანობის ღმერთი, ზევსის ცოლი რომ არ ყოფილიყო"?, ამაზე თადუმაძემ ირონიულად უპასუხა და უთხრა, თუ რატომ ეწინააღმდეგებოდა ის "ღვთის ნებას"?

— რატომ იყო სამართლიანობის ღმერთი ქალი?

— არ ვიცი, ალბათ, იმ ადამიანებს უნდა ვკითხოთ, ვინც ის აღაიარა ღმერთად. — რა ერქვა გამარჯვების ქალღმერთს?

— მითოლოგიაში არ ვარ ძლიერი, ბატონო რომან.

— გამარჯვების ქალღმერთს ერქვა ნიკე. თემიდა და ნიკე იყვნენ თუ არა დები?

— კარგი, სასაციულოდ მიგაჩნიათ. ვისი ღმერთის ცოლი იყო თემიდა?

— გასაგებია, არ პასუხობთ. თემიდა იყო ყველაზე დიდი ღმერთის, ზევსის ცოლი, და იგი ზევსის ცოლი რომ არ ყოფილიყო, ზევსი დანიშნავდა იუსტიციის მინისტრად?

— თქვენ რომ ქართუ ბანკის იურისტი არ ყოფილიყავით, თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული არ ყოფილიყავით, გახდებოდით გენერალური პროკურორი ან უზენაესი სასამართლოს წევრი? ღმერთი მეუბნება, რომ 100-პროცენტიანი ალბათობით ტქვენ გახდებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

— ღვთის ნებას რატომ ეწინააღმდეგებით ბატონო რომან?

ამავე თემაზე