2019-10-09 13:12:22
თადუმაძე დიპლომში იმ საგნის შეფასებას ეძებდა, რომელიც სტუდენტობისას არ გაუვლია (ვიდეო)

მოქმედი გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შალვა თადუმაძე, რომელსაც პარლამეტში უსმენენ, საკუთარ დიპლომში, საგნების ჩამონათვალში, იმ საგანს ეძებდა, რომელიც მისი სტუდენტობის დროს პროგრამაში არ იყო შეტანილი.

"ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ კანდიდატს ჰკითხა, თუ ვინ ასწავლიდა უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართალს, რაზეც თადუმაძემ უპასუხა, რომ ერთ-ერთი ლექტორი, თუმცა ვინ - უპასუხოდ დატოვა. 

 "იცით, რატომ ვერ პოულობთ, ბატონო შალვა? იმიტომ რომ არ გაგივლიათ ეს საგანი..." - უთხრა მას ოთო კახიძემ.  

ამავე თემაზე