2019-10-09 13:11:50
თადუმაძე აცხადებს, რომ თუ მოსამართლე ვერ გახდება, საფიქრალი გაუჩნდება, დარჩეს თუ არა გენერალურ პროკურორად

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოში მისი კანდიდატურის ვერ არჩევის შემთხვევაში "საფიქრალი გაუჩნდება" თუ სად განაგრძოს მუშაობა. ამის შესახებ თადუმაძემ პარლამენტში მოსმენისას დეპუტატ ნინო გოგუაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შალვა თადუმაძეს ​ნინო გოგუაძემ დაუსვა შეკითხვა – სად გააგრძელებს საქმიანობას, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს.

„ლეგიტიმაციის მხრივ საფიქრალი გამიჩნდება, დავრჩე თუ არა ასეთ შემთხვევაში ამავე პოზიციაზე – გენპროკურორის თანამდებობაზე“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ამავე თემაზე