2019-10-09 12:23:56
67 პოლიციელი და 4 მოქალაქე ჩემთვის არაფერს ამბობს. დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არაა, არის მტკიცებულებით - თადუმაძე 20 ივნისის დაზარალებულებზე

67 პოლიციელი და 4 მოქალაქე ჩემთვის არაფერს ამბობს. დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არაა, არის მტკიცებულებით - ამის შესახებ განცხადება, გენერალურმა პროკურორმა და უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძე პარლამენტში მოსმენისას გააკეთა. 

"გამოძიების ნაწილში დაზარალებულების ცნობა არ არის თვლით. უამრავი ვიდეომასალა, რომელსაც გამოძიება ამუშავებს, მოქალაქეების იდენტიფიცირება გაცილებით მალე ხდება, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც აქციაზე სპეციალური აღჭურვილობით იმყოფებოდნენ. ის შემთხვევები სადაც მოხდა იდენტიფიცირება ის ადამიანები ბრალდებულად არიან ცნობილი. და ყველა ის შემთხვევა, სადაც ამ პირების მიერ განხორციელებული ქმედების დაზარალებულია გამოიკვეთა ყველა ეს პირი დაზარალებულად არის ცნობილი... ის, რომ 67 პოლიციელია და ოთხი მოქალაქე, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, არაფერს ამბობს, რადგან დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არაა, არის მტკიცებულებით.

მოქალაქეების იდენტიფიცირება ხდება ადვილად, რადგან სპეციალური საშუალებებით არ იყვნენ მისული. დაზარალებულის სტატუსი ბრალდებულის მოქმედებიდან გამომდინარეობს და არა პირიქით. როდესაც დაფიქსირებულია კონკრეტული პირის ბრალეული ქმედება და ამ ბრალეული ქმედებით დაზიანებული მოქალაქის სიკეთე, მაშინ ხდება ამ მოქალაქის დაზარალებულად ცნობა. მესმის პოლიტიკური სურათი, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშული, მაგრამ ეს პროკურატურისა და იურიდიული მსჯელობის საგანი არაა. სახელმწიფო არ არის დანაშაულის ჩამდენი პროკურატურისთვის. მაგრამ ვინ ჩაიდინა კონკრეტულად დანაშაული და რა დანაშაული ეს არის გამოძიების საკითხი", — განაცხადა თადუმაძემ.

ამავე თემაზე