2019-10-09 12:02:16
"სირცვილია თქვენი კურსელობა?" — თადუმაძე ლექტორების და კურსელების ვინაობას არ ასახელებს

"სირცვილია თქვენი კურსელობა?" - გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია კითხვის საპასუხოდ, დაასახელოს 3 კურსელი და ლექტორი აცხადებს, რომ ამას არ გააკეთებს.​ კურსელებისა და ლექტორების ჩამოთვლას ევროპული საქართველო დეპუტატი, გიგა ბოკერია ითხოვდა. შალვა თადუმაძე ამბობს, რომ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დაასახელებს, რადგან ამ ადამიანებისგან ნებართვა აღებული არ აქვს.

ბოკერია: სირცხვილია თქვენი კურსელობა? თუ რა ნებართვა გჭირდებათ?
თადუმაძე: სირცხვილი არ არის. ეს სტანდარტია ასეთი, რომ ადამიანის სახელი გვარები ასახელოს თანამდებობის პირმა...
ბოკერია: რა იყო ბრალდებას ხომ არ უყენებ? შალვა თადუმაძის კურსელი ვიყავიო, გამამტყუნებელი განაჩენია?

შალვა თადუმაძემ პარლამენტში მოსმენაზე საკუთარი დიპლომის გარშემო არსებულ კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, ინსტიტუტში ჩაბარებასა და ინსტიტუტის დაარსებას შორის აცდენა უკავშირდება იმას, რომ მან სასწავლებელი ექსტერნად დაასრულა. შალვა თადუმაძე ამბობს, რომ მან ინსტიტუტში 16 წლის ასაკში 1994 წელს ჩააბარა, იმავე წელს, რა წელსაც დაარსდა სასწავლებელი. მისივე მტკიცებით, 1998 წელს მან ხუთწლიანი სასწავლო კურსი ექსტერნად დაასრულა. თადუმაძის განმარტებით, დიპლომში ჩაიწერა ინსტიტუტის დასრულების თარიღი და სასწავლო კურსის ხუთწლიანი ხანგრძლივობა, რამაც ორაზროვნება გამოიწვია.

ამავე თემაზე