2019-10-09 10:48:16
პუტინისთვის დაბადების დღის არაკორექტულად მილოცვის გამო, რუსეთის მოქალაქეზე საქმე აღძრეს

პუტინისთვის დაბადების დღის არაკორექტულად მილოცვის გამო, რუსეთის მოქალაქეზე საქმე აღძრეს. რუსეთის ერთ-ერთ მოქალაქეზე ოდნოკლასნიკში დაწერილი პოსტის გამო საქმე აღძრეს. მას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის დაბადების დღის არაკორექტულად მილოცვას ედეავებიან.

"ძვირფასო მეზღაპრევ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინო, დღეს შენი ზეიმია! გისურვებ, რომ ყველა შენი მეგობარი და კოლეგა საჯდომით შემოგიბრუნდეს. გისურვებ, რომ ციხეში აღმოჩდე და სიცოცხლის ბოლომდე სამარტოო საკანში იყო!!! პირადად ჩემგან საჩუქარი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ პუტინო - განა**ის შეკვრა!!!" - როგორც ტაიგა ინფო წერს, სწორედ ეს სიტყვები ჰქონდა დაპოსტილი მოქალაქეს.

"ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, ბრალის დადგენილებაში წერია: "ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე უხამსი საჩუქრის არც ისე ზრდილობიანი შეთავაზებისთვის".

აქამდე ეს მოქალაქე 30 000 რუბლით დააჯარიმეს ვიდეორგოლის გადაზიარების გამო, რომელშიც პუტინს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდნენ. მაშინაც მას მთავრობის უპატივცემულობა ედებოდა ბრალად.

ამავე თემაზე