2019-10-08 17:30:06
თუ დადგინდა, რომ დიპლომი არის ყალბი, თადუმაძემ უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა და წავიდეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან - გიგაური 

თუ დადგინდა, რომ დიპლომი არის ყალბი, თადუმაძემ უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა და წავიდეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან - ამის შესახებ განცხადება, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა გააკეთა. გიგაური, პარლამენტს სთხოვს, მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლოს.

"მას შემდეგ, რაც თადუმაძემ მონაწილეობა მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კონკურსში, ამის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იყო, რომ გამოექვეყნებინა ეს დიპლომი. ამის შემდეგ, ჩვენ დავიწყეთ კონკრეტულად დიპლომის მართებულობასთან და არის თუ არა ის ყალბი, ამ საკითხის შესწავლა. ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს, რადგანაც ხვალ იქნება თადუმაძესთან გასაუბრება, რომ დაადგინოს ამ დიპლომთან დაკავშირებული საკითხები და გასცეს ყველა კითხვას პასუხი. იმ შემთხვევაში, თუ კი დადგინდება, რომ ეს დიპლომი არის ყალბი, რა თქმა უნდა, თადუმაძემ უნდა მოხსნას თავისი კანდიდატურა ამ კონკურსიდან და, ასევე, იგი უნდა წავიდეს გენერალური პროკურორის თანამდებობიდან,"- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ამავე თემაზე