2019-10-08 13:12:17
მარტო 30 ჟურნალისტია დაზარალებული და მთლიანობაში 4 პირია დაზარალებულად ცნობილი, მათ შორის არ არის მაკო გომური - კახიძე

მარტო 30 ჟურნალისტია დაზარალებული და მთლიანობაში 4 პირია დაზარალებულად ცნობილი, მათ შორის არ არის მაკო გომური - ასე ეხმაურება, "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 67 სამართალდამცველისა და აქციის 4 მონაწილის დაზარალებულად ცნობის ფაქტს.

„მარტო 30 ჟურნალისტი არის დაშავებული აქციაზე რეზინის ტყვიებით, როდესაც ისინი ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას. ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა არის დანაშაული და როდესაც 30 ჟურნალისტია დაზარალებული და მთლიანობაში 4 პირია დაზარალებულად ცნობილი, მათ შორის არ არის მაკო გომური, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ხელისუფლება არის გახრწნილი, არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ადეკვატური ნაბიჯი გადადგას. მე მინდა საზოგადოებას მივცე პირობა, რომ ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, დაზარალებულები დაზარალებულებად იქნებიან ცნობილი და ბრალდებულები დამნაშავეებად ", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე