2019-10-07 13:06:48
ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო საუბრის ახალი დეტალები

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც, როგორც ამბობს, უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს ესწრებოდა, მზად არის, ამ საუბრის დეტალებზე ისაუბროს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადვოკატი, რუდი ჯულიანი აცხადებს, რომ არ არის გაკვირვებული კიდევ ერთი „ფარული წყაროს“ გამოჩენით. ტრამპის ადვოკატის თქმით, პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა პოლიტიკურად არის მოტივირებული.

შეგახსენებთ, კონგრესში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ 25 ივლისს აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის მოუწოდა, გამოძიება დაეწყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი შვილის კორუფციული საქმიანობის შესახებ.

თავად ტრამპმა ეს ბრალდება არაერთხელ უარყო.

ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია.

ამავე თემაზე