2019-10-07 12:28:08
Eastern Promotions და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ფესტივალს - Jazz and Wine

19 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate) რიგით მესამე ფესტივალი - „Jazz and Wine“ გაიმართება.

ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას: ოზ ნოის ტრიო ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად, ბრიტანული ჯგუფი “MF ROBOTS”  და იტალიური ბენდი “Sugerpie & Candymen”.

„Jazz and Wine“-ის ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება - ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციას და ჯაზური მუსიკის ფონზე სტუმრებს საშუალებას მისცემენ სხვადასხვა სახის ღვინო დააგემოვნონ; იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო კი  სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს სტუმრებს.

თიბისი სტატუსი საკუთარ მომხმარებელს ფესტივალზე დასასწრებ ნაკრებს სპეციალური პირობებით სთავაზობს:

ნაკრები 2 პერსონაზე- ფესტივალის ბილეთები და განთავსება “რადისონ ქოლექშენში” 19-20 ოქტომბერს - 900 ლარი.

ნაკრები 2 პერსონაზე - ფესტივალის ბილეთები და განთავსება “Park Hotel”-ში 19-20 ოქტომბერს - 500 ლარი.

თიბისი სტატუსის მომხმარებლები კონცერტების ბილეთის tkt.ge-ზე შეძენისას 20%-იანი ქეშბექითაც ისარგებლებენ.

წელს “Jazz & Wine“-ის პარტნიორია ქართული ინდუსტრიული ჯგუფი  „აიგრუპი“, რომელიც სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში შექმნილი ყველაზე ხმაურიანი პროექტის - ტესლა მოდელ 3-ის გამოცდას გეგმავს. ელონ მასკის ტესლა მოდელ 3 უკვე აიქარის გაზიარების სერვისშია. „Jazz & Wine“ – ის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს, მხოლოდ წინასწარ ჩაწერის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა  გამოსცადოს ელექტრო-მობილი და ნახოს მისი უნიკალური შესაძლებლობები.

ბილეთები შეიძინეთ ონლაინ - TKT.GE-ზე.

ფესტივალის პროგრამა:

 19 ოქტომბერი, შაბათი

 

  • 13:00-15:00 საათი, წინანდლის პარკი - ტესლა მოდელი 3-ის ტესტ-დრაივი;
  • 14:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი - Sugerpie & Candymen-ის კონცერტი,:

ქართული ღვინის დეგუსტაცია;

მაურიციო სიცილიანოს კულინარიული შოუ (იტალია)

  • 19:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი - ოზ ნოის ტრიოს კონცერტი ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰისლიპთან ერთად;
  • 22:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი - MF ROBOTS” -ის შოუ 

 

 

ამავე თემაზე