2019-10-04 18:27:10
რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში თაფლაკვერასა და მათრახის პოლიტიკას მონაცვლეობით იყენებს - ბოკუჩავა

რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში თაფლაკვერასა და მათრახის პოლიტიკას მონაცვლეობით იყენებს - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი თინა ბოკუჩავა, საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენის თაობაზე, დიმიტრი პესკოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენების აღდგენა არჩევნებამდე მოახდინოს, რათა ბიძინა ივანიშვილს ხელი წაუკრას, რომლის ხელისუფლებაში დარჩენა არის პუტინის უმთავრესი ინტერესი, რადგან იცის, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, ვერ განვითარდება და სტაბილური ვერ იქნება, რის გამოც ქვეყანა იძულებული იქნება, რუსეთის ორბიტაზე იტრიალოს. დიმიტრი პესკოვის განცხადება სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტს ელოდებიან, როცა ივანიშვილს დასჭირდება, მოსახლეობის თვალში ეს პლიუსი ჩაიწეროს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ამავე თემაზე