2019-10-03 17:49:29
ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ ერთობა, ყველაზე ცუდი არის ის, რომ ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ - თბილისის ვიცემერი “შმაქსიზე”

ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ ერთობა, ყველაზე ცუდი არის ის, რომ ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ - ასე გამოეხმაურა თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე პოლიტიკურ პარტია “გირჩის” ინიციატივას, “შმაქსს”, რომელიც ტაქსების რეგულაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

"ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ ერთობა. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ. მოქმედება, რომელსაც ისინი პროპაგანდას უწევენ, სამართალდარღვევაა და ამას ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება მოჰყვება. ისინი ამას აინიცირებენ იმისთვის, რომ რეგულაციას გვერდი აუარონ, რაც არ მოხდება. კანონმდებლობის მიხედვით, მსუბუქი კატეგორიის მანქანით მგზავრის გადაყვანა ერთი წერტილიდან მეორეში საჭიროებს ნებართვას. აქ იმის ინტერპრეტაცია, რომ იქ საგანმანათლებლო საქმიანობის გაწევა ხდება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც იყენებ მაიდენტიფიცირებელს, რომ მგზავრმა დაგიქნიოს ხელი, ამას კანონმდებლობით ლიცენზია სჭირდება. ჩვენ საქმე გვაქვს ე.წ. შმაქსთან, რაც არ უნდა ეწეროს მაიდენტიფიცირებელ აბრაზე, წითელი შუქიც რომ ენთოს, ესეც კი გადის მაინდენტიფიცირებელ საშუალებაში. რა მნიშვნელობა აქვს, რას დააწერ”, – ამბობს თბილისის ვიცემერი.

ამავე თემაზე