2019-10-02 10:36:18
კორუფცია როგორც პრობლემა არ არის, როგორც გამონაკლისი ალბათ კი - მაჭავარიანი 

კორუფცია როგორც პრობლემა არ არის, როგორც გამონაკლისი ალბათ კი - ამის შესახებ განცხადება, ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავრიანმა ტვ იმედში საუბრისას გააკეთა.

"ჩვენი ბიუჯეტის გამჭვირვალობა არის ძალიან მაღალი ხარისხის, Open Budget-ის ინდექსით, ჩვენ ვართ მეხუთე ადგილზე. ჩვენ ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, იაპონია და ა.შ. ეს მაჩვენებელი არ ნიშნავს, რომ საქართველოში კორუფცია არ არის, მაგრამ ეს მაჩვენებლი ნიშნავს იმას რომ საჯარო ფინანსები ისე გამჭვირვალედ იმართება, რომ რამე მნიშვნელოვანი მატერიალური კორუფციული რისკები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, დაბალ დონეზე, წვრილ კორუფციულ ტრანზაქციებს პერიოდულად ვხედავთ. უნდა ვიცოდეთ, რომ 100%-ით კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანას შევქმნით, ეს ალბათ შეუძლებელია. საერთაშირისო შეფასებები, რომ მნიშვნელოვანი კორუფციული რისკები არ არსებობს. ეს შეფასებები გვაძლევს დამაჯერებელი განცხადების საფუძველს, რომ კორუფცია როგორც პრობლემა არ არის, როგორც გამონაკლისი ალბათ კი." - განაცხადა მაჭავარიანმა.

წინა თვეში გამოქვეყნებული სამოხეოლე დანაშუალის სტატისტიკით,  2019 წლის იანვარ-ივნისში სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ქრთამის აღების შემთხვევი 42%-ით გაიზარდა. სულ საანგარიშო პერიოდში ქრთამის აღების 40 შემთხვევა დაფიქსირდა.

ასევე, 20%-ით გაიზარდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, მიმდინარე წელს სულ ასეთი 42 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ამავე თემაზე