,,ოცნება რუსეთის სამსახურში", ,,რუსეთი კლავს, ოცნება კლავს" - ამ ტრანსფარანტები სამოქალაქო აქტივისტები იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და ჩეჩენი ეროვნების რამზან ახიადოვის რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რამზან ახიადოვის ექსტრადირება გუშინ განხორციელდა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, მათ რუსეთის ფედერაციისგან მიიღეს წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალინ მძიმე მუხლებისა პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში.
„რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ჩემთვის პირადად, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი იურისტისთვის თითოეული ჩეჩენი, თითოეული ქისტის, ჩვენი მოქალაქის თუ სხვა ქვეყნის იყო პრიორიტეტი და არის ამიტომაც ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მივიღეთ წერილობითი გარანტიები, რომ მიუხედავად ძალინ მძიმე მუხლებისა ექსტრადიციაზე დავთანხმდებოდით, რომ ეს პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში საპატიმროში და მას არ დაემუქრება ის პრობლემა, რაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს ჩვენი ან ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლით. ეს არის წამების აკრძალვის მუხლი, რომელიც უნდა იყოს დაცული, სიცოცხლის უფლების დაცვა და ა.შ.“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.