2019-09-11 18:31:28
ის, რომ წერილზე ბევრი ანაბეჭდია, სულაც არ ნიშნავს, რომ შესაძლოა, ამ წერილზე იყოს უშუალოდ ბატონი გახარიას ანაბეჭდი - სალაძე

შესაძლოა, ბევრად უფრო პრობლემური ადამიანის ანაბეჭდი იყოს ამ წერილზე, ვიდრე, შეიძლება ეს იყოს გახარია - აცხადებს  "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე სულხან სალაძე „მუქარის წერილთან“ დაკავშირებული ექსპერტიზის შედეგებზე საუბრისას. 

„ის, რომ წერილზე ბევრი ანაბეჭდია, სულაც არ ნიშნავს, რომ შესაძლოა, ამ წერილზე იყოს უშუალოდ ბატონი გახარიას ანაბეჭდი. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ცვლის. თავისთავად, საინტერესოა გამომგზავნი მხარის მხრიდან, ვისი ანაბეჭდები იქნება ამ წერილში. შესაძლოა, ბევრად უფრო პრობლემური ადამიანის ანაბეჭდი იყოს ამ წერილზე, ვიდრე, შეიძლება ეს იყოს გახარია. ეს საქმე იმდენად მასშტაბური, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ წყდება არც მოქმედი გენერალური პროკურორის დონეზე, არც საქმის გამომძიებელი რიგითი პროკურორის დონეზე. ამ საქმის გამოძიება ან არ გამოძიება და თავად გამოძიების დაწყების გადაწყვეტილებაც მიიღება უფრო მაღლა", - განაცხადა სალაძემ. 

ამავე თემაზე