2019-09-11 15:41:30
ვითიბი ბანკი ქსელს აფართოვებს

თბილისში, ვითიბი ბანკის ახალი სერვის - ცენტრი გაიხსნა, რომელიც, მისამართზე უნივერსიტეტის ქუჩა # 17ა, მდებარეობს.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  სერვის ცენტრი, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს. აღნიშნულ  წერტილში კლიენტებისთვის უზრუნველყოფილია მაქსიმალური კომფორტი და მომსახურების მაღალი ხარისხი. სერვიც- ცენტრში მდებარეობს ვიდეო ბანკის ზონა, საიდანაც კლიენტს შეუძლია, დისტანციურად, ვიდეოზარის გამოყენებით დაუკავშირდეს ბანკის თანამშრომელს და შეასრულოს ნებისმიერი  უნაღდო საბანკო ოპერაცია.

ვითიბი ბანკი  საქართველოში  34  წერტილით არის წარმოდგენილი.

ამავე თემაზე