2019-09-11 14:59:17
"საოკუპაციო ძალებმა ერთი ე.წ. საგუშაგო თითქმის დაასრულეს, მეორეს ამონტაჟებენ" - ხაშურის მერის წარმომადგენელი

საოკუპაციო ძალებმა ერთი ე.წ. საგუშაგო თითქმის დაასრულეს, მეორეს ამონტაჟებენ - ამის შესახებ განცხადება, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, ვაჟა ლომიძემ გააკეთა. 

„ფაქტია, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები კვლავ აგრძელებენ უკანონო და პროვოკაციულ ქმედებებს. ერთი ე.წ. საგუშაგო თითქმის დაასრულეს, მეორესაც ამონტაჟებენ. ეს ადგილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა, სადაც ამჟამად ახალი პოსტის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, ეს ადგილი სოფელ წაღვლისა და ყობის სიახლოვეს მდებარეობს. ყობის დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 500 მეტრშია. ეს უკანონო ქმედებები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას აზარალებს და დაძაბულობას ქმნის.

ორ საგუშაგოს აკეთებენ. ბუნებრივია, შემაშფოთებელია ეს ფაქტი, თუმცა, მოსახლეობა პანიკაში არ არის. ვცხოვრობთ აქ ჩვეულებრივ, ვფიქრობთ, რომ პროვოკაციის მიზნით აკეთებენ. შესაძლოა, ტყით სარგებლობა და გადაადგილება შეგვეზღუდოს, რაც ნამდვილად არ იქნება მარტივი", - განაცხადა სოფელ ჩორჩანას მცხოვრებმა ნანა მულაძემ.

 

 

წყარო:ინტრეპრესნიუსი

ამავე თემაზე