2019-09-11 14:35:56
კალანდია არის, მმართველი პოლიტიკური ძალისა და "ევროპული საქართველოს" ერთობლივი გარიგების პროდუქტად ციხეში მოთავსებული ადამიანი - კალანდიას ადვოკატი

კალანდია არის, მმართველი პოლიტიკური ძალისა და "ევროპული საქართველოს" ერთობლივი გარიგების პროდუქტად ციხეში მოთავსებული ადამიანი - ამის შესახებ განცხადება, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ მიხეილ კალანდია არის საქართველოს პარლამენტის მმართველი პოლიტიკური ძალისა და "ევროპული საქართველოს" ერთობლივი გარიგების პროდუქტად ციხეში მოთავსებული ადამიანი. რამეთუ, ოღონდ არ იყოს „ბუნტი“ ამ პრინციპს ემსახურება მათი ეს გადაწყვეტილება, ამით დააშოშმინეს სარალიძე, რომელიც ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა ქალაქს და სახელმწიფოს თავისი საქციელით, ამის გამო გაითამაშეს ეს სპექტაკლი და მიხეილ კალანდია მოთავსებულია საპყრობილეში სრულიად დაუსაბუთებლად.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად შემიძლია განვაცხადო, რომ კალანდიას დაურღვიეს დაცვის უფლება, სხდომის საჯაროობის პრინციპი, შეჯიბრებითობის და თანასწორონის პრინციპი, რის საფუძველზეც ხვალ მაქვს შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს მოსამართლის წინაშე, რომ სხდომა, რომელიც დახურულია სრულიად უსაფუძვლოდ, გასაჯაროვდეს. პროკურატურის მიერ "შეთითხნილი" ბრალი დასაბუთებას ვერ ჰპოვებს და მიხეილ კალანდიას მიმართ უნდა დადგეს გაუმართლებელი განაჩენი, რამეთუ ვარაუდების საფუძველზე არათუ ადამიანის გასამართლება, არამედ დაკავებაც არ შეიძლება“, - განაცხადა თოდუამ.

ამავე თემაზე