2019-09-11 11:14:03
საოკუპაციო ძალები თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოებს აწარმოებენ - სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამუშაოებს ორ ადგილზე აწარმოებენ. მათივე თქმით, ოკუპირებულ სოფელ წნელისში კი საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოა განთავსებული.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ანტისაოკუპაციო მოძრაობა ” ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, დავით ქაცარავამ ფეისბუკზე გაავრცელა. 

 სუს-მა გავრცელებულ კომენტარში განმარტა, რომ აღნიშნული ქმედება უკიდურესად სახიფათოა და ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს დამატებით პრობლემებს უქმნის.
“აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. პროცესში ჩართულნი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარები. ასევე ინფორმირებულია ყველა საერთაშორისო პარტნიორი,“ – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ კომენტარში. 

ამავე თემაზე