2019-09-11 11:06:04
უწყება იმსჯელებს მომხდარ ფაქტზე და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას - პროკურატურა მელიას მიერ სატელევიზიო ინტერვიუზე

საქართველოს პროკურატურა იმსჯელებს მომხდარ ფაქტზე და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაში დეპუტატ ნიკა მელიას მიერ ტელეკომპანია „კავკასიისთვის“ინტერვიუს მიცემასთან დაკავშირებით განუცხადეს. სხვა კომენტარს პროკურატურაში არ აკეთებენ.

" პროკურატურა ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში გვყავდა ჩაყენებული, გენერალური პროკურორიც და შესაბამისი პროკურორებიც, წერილობითაც და წინასწარაც ვაცნობეთ. რაც არის დაკავშირებული უფლებამოსილებასთან - შეხვდეს ამომრჩეველს, იაროს პარლამენტის სესიებზე, დაესწროს საკომიტეტო მოსმენებს, მივიდეს, ისარგებლოს გამოხატვის თავისუფლებით და მასმედიით - ეს კონსტიტუციის მე-3 თავით არის გარანტირებული და ვერ იქნება პროკურორის კეთილ ნებაზე დამოკიდებული. ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ასეთი, საქმის კურსში ჩავაყენეთ პროკურატურა, რომ ნიკანორ მელია პოლიტიკურ თოქშოუში მიდიოდა. თუ სამართლებრივ აბსურდში შევლენ, მათი საქმეა. თუ რეაგირებაში გულისხმობენ იმას, რომ აღკვეთის ღონისძიება უნდა შეუცვალონ და დააპატიმრებენ, მაშინ პარლამენტში უნდა შეიტანონ, თავიდან გაიარონ პროცედურა, ნებართვა მიიღონ და მერე სასამართლოს მიმართონ", - განაცხადა კონდახიშვილმა.

მელიამ ტელეკომპანია „კავკასიას“ ინტერვიუ მისცა. მანამდე, დეპუტატმა ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ინტერვიუს შესახებ მისმა ადვოკატმა აცნობა პროკურორს, პასუხად კი კატეგორიული უარი მიიღო.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, სასამართლოს აკრძალვით ვერანაირად ვერ შეეზღუდება მელიას პარლამენტარის უფლებამოსილება, ვინაიდან ეს კონსტიტუციით არის გარანტირებული.

ამავე თემაზე