2019-09-10 17:15:51
"ისაუბრო ოპოზიციური ძალების განადგურებაზე და ამოძირკვაზე, არ არის ცივილური გზა" - კრამერი

ისაუბრო ოპოზიციური ძალების განადგურებაზე და ამოძირკვაზე, არ არის ცივილური გზა, – ამის შესახებ ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა ოპოზიციისადმი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მუქარის კომენტირებისას განაცხადა.

“ოპოზიციური პარტიების ყოლა დემოკრატიის გასაღებია. ისაუბრო ოპოზიციური ძალების განადგურებაზე და ამოძირკვაზე, არ არის ცივილური გზა”, – განაცხადა კრამერმა.

შეგახსენერთ, რომ ხმაური და დაპირისპირება თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, Now What?, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის გამოჩენას მოჰყვა. პანელის წამყვანმა დევიდ კრემერმა ინაშვილს დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა. ამავეს ითხოვდნენ ინაშვილისგან კონფერენციის ორგანიზატორებიც. სიტუაცია სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ განიმუხტა.

ამავე თემაზე