2019-09-10 16:34:30
"საკითხი ეხება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზების ძიებას, რაც არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე მითითებას" - კრამერი 

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში განაცხადა. კრამერის თქმით, მთავარი მიზანი არის ნატო-ს მოკავშირეების დარწმუნება, რომლებიც შესაძლოა, ღელავდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკაშირებული პრობლემების გამო საქართველოს გაწევრიანებაზე.

„საკითხი ეხება გზების ძიებას, თუ როგორ გაწევრიანდეს საქართველო ნატო-ში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომავალი რისკების ტარების გარეშე. არის ამის პრეცედენტები: კვიპროსი, დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანია. იდეა იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველომ მიიღოს დაცვა, მაგრამ ასევე აღსანიშნავია სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებთან გამკლავება, რომლებიც რა თქმა უნდა, არის საქართველოს ტერიტორიები, რომელთა ოკუპაციასაც ახლა რუსეთი ახდენს. ამოცანა არის იმ დაბრკოლებების განეიტრალება, რომელიც ნატო-ში საქართველოს წევრობას ახლავს თან. მიზანი არის ნატო-ს მოკავშირეების დარწმუნება, რომლებიც შესაძლოა, ღელავდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკაშირებული პრობლემების გამო საქართველოს გაწევრიანებაზე. ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე მითითებას“, – განაცხადა დევიდ კრამერმა.

 

ამავე თემაზე