2019-09-10 11:16:35
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა. კვარტალური ინვესტიციების ასეთი დრამატული ვარდნა ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იყო. თანხობრივად კლება $216 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

BMG-იმ საქსტატიდან უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების ათეული გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით, კვარტლის განმავლობაში უმსხვილესი ინვესტორები იყვნენ, როგორც ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, ასევე ტურიზმის, ენერგეტიკისა და საფინანსო სფეროებში მოღვაწე კომპანიები.

ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ უმსხვილეს ინვესტორთა შორის პანამური ოფშორის მიერ საქართველოში დაფუძნებული შვილობილი კომპანიის გავლით, ჩამონათვალში ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა, რომელიც "ტურიზმის განვითარების ფონდის" მეშვეობით რამდენიმე მსხვილ ობიექტს აშენებს. 

უმსხვილესი ინვესტორების სრული სია ასეთია:

შპს მაგთიკომი

სს ენერგო-პრო ჯორჯია

სს RMG Copper

შპს ტოიოტა კავკასია

შპს აჭარ ენერჯი-2007

სს საქართველოს კაპიტალი

შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი

სს ნენსკრა ჰიდრო

სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. ასევე, სტატისტიკის სამსახური არ გასცემს ინფორმაციას თუ კონკრეტულად რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნულმა კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში.

ამავე თემაზე