2019-09-10 11:14:29
"თქვენი საგადასახადოს დამსახურებით, მინიმუმ 15 მლნ დოლარის ინვესტიცია ვერ მოვახდინე" - ვასილ სოფრომაძე 

თქვენი საგადასახადოს დამსახურებით, მინიმუმ 15 მლნ დოლარის ინვესტიცია ვერ მოვახდინ -სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ის ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზეც საუბრობს.

„მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, რატომ გვაქვს პრობლემა დოლართან და ლართან მიმართებაში, რატომ არის ლარი დღეს ასეთი შელახული. თუ ავიღებთ, რომ გვაქვს 10 კაბა და ერთი ქალი, რომელმაც უნდა იყიდოს 10 კაბა, 10 კაბის გამყიდველი იძულებული იქნება, რომ ფასი დაწიოს, რომ ერთმა ქალბატონმა ამ 10 კაბიდან რომელიმე იყიდოს. თუ გვყავს 10 ქალბატონი და გვაქვს ერთი კაბა, ამ ერთი კაბის ფასი კოსმოსში გავა, იმიტომ რომ ერთია, იმიტომ რომ არ არის საკმარისი რაოდენობა. ვალუტა გაკლიათ ქვეყანაში, ვალუტის შემოდინება გაკლიათ ქვეყანაში. გასაგებია მაკრო და მიკრო ეკონომიკა, როდესაც ისედაც ვერ აბავთ თავს, მაგრამ ვალუტა გაკლიათ და საიდან გექნებათ, როცა მე თვითონ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თქვენი დამსახურებით, თქვენი საგადასახადოს დამსახურებით, მინიმუმ 15 მლნ დოლარის ინვესტიცია ვერ მოვახდინე.

გვიყვებით როგორ მოგცათ რომელიმე ქვეყანამ 3 და 4 მლნ ევრო. ხელგამოწვდილი დგახართ ქუჩაში. მიეცით საშუალება ინვესტიციების ჩადების და პრობლემა არ იქნება. პრობლემა ექნებათ მხოლოდ იმათ, ვინც დღეს გადასახადებს არ იხდით, დღგ-ს არ იხდით, თავს არიდებს გადასახადებს. მილიონობით ფული იშოვეთ ხალხის ხარჯზე და როცა მოგადგებიან დასაკლავი გოჭებივით აჭყვიტინდებით, რომ ბიზნეს გახევენ“-აცხადებს ვასილ სოფრომაძე.

ამავე თემაზე