2019-09-10 11:08:46
"წლის მე-2 კვარტალში ამაზე ნაკლები ინვესტიცია 2006 წლიდან დღემდე მხოლოდ 2009 წელს შემოვიდა" - ჭიაბერაშვილი

"ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი 2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"წლის მე-2 კვარტალში ამაზე ნაკლები ინვესტიცია 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე შემოვიდა მხოლოდ 2009 წელს, რუსეთის საქართველოში შემოჭრის მომდევნო წელს. 2019 წლის II კვარტალში $187 მლნ, 2009-ის II კვარტალში - $177 მლნ. ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ესაა. ივანიშვილის "მშვიდობა" ომის ტოლფასია" - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

შეგახსენებთ, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 53.7%-ით შემცირდა. კვარტალური ინვესტიციების ასეთი დრამატული ვარდნა ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში იყო. თანხობრივად კლება $216 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

 

ამავე თემაზე