2019-09-09 18:38:31
გვარამიამ გირაო გადაიხადა

რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და მთავარი არხის დამფუძნებელმა  ნიკა გვარამიამ სასამართლის მიერ დაკისრებული გირაოს თანხა – 40 000 ლარის ოდენობით გადაიხადა. ინფორმაციას ადასტურებენ პროკურატურაში.

გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს 6 სექტემბერს ახალი ბრალი წარუდგინა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გვარამიას ბრალი ედება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე ბრალი წარედგინათ „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახაბერ დამენიასა და „ინტერმედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს.

ამავე თემაზე