2019-09-09 14:25:46
"წერილის ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგებით დასრულდა" - ხაზარაძე გახარიას წერილზე

წერილის ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგებით დასრულდა, - ამის შესახებ განცხადება, თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ეს სერიოზული წერილია, რომელიც მიუთითებს, რამდენად მახინჯი და კრიმინალური აზროვნების სტრუქტურებთან და თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე ამ სახელმწიფოში.

"თქვენ იცით, რომ ჩვენმა ადვოკატმა წერილის ექსპერტიზის პასუხი ჩამოიტანა. პირველი ექსპერტიზა საკმაოდ სერიოზული შედეგებით დამთავრდა, რასაც ადვოკატები გაამჟღავნებენ და იტყვიან. ასევე, გრძელდება სხვა ტიპის ექსპერტიზა და შესაბამისად, იმედია, რომ პროკურატურაში საქმე აღიძვრება. მათ საფუძველი ჰქონდათ, რომ ეს საქმე თებერვალში აღეძრათ, რაც არ გააკეთეს. ჩათვალეს, რომ ეს იყო ვიღაცის მიერ დაწერილი სახუმარო წერილი. ვფიქრობ, ეს სერიოზული წერილია, რომელიც მიუთითებს, რამდენად მახინჯი და კრიმინალური აზროვნების სტრუქტურებთან და თანამდებობის პირებთან გვაქვს საქმე ამ სახელმწიფოში. ჩვენ ამას გამოვავლენთ და საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდება. იმედი არ მაქვს, რომ დღევანდელი პროკურატურის პირობებში შეიძლება, რომ ნებისმიერი საქმე ობიექტურად იქნას გამოძიებული, მითუმეტეს, რომ ტრადიციად იქცა პირადი ადვოკატების გენერალურ პროკურორებად და მინისტრებად დანიშვნა. ეს არის ქვეყნის მართვის მახინჯი ფორმა, რომელიც უნდა შეიცვალოს," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამავე თემაზე