2019-09-05 12:25:16
,,ამ არსებამ შეთხზა კაბელების საქმე, დასდევდა გამოგონილ ფაღარათებს... ახლა გაიძახის ბოლომდე ვერ დავიხარჯეო. კატასტროფაა"

ამ არსებამ შეთხზა კაბელების საქმე, დასდევდა გამოგონილ ფაღარათებს... ახლა გაიძახის ბოლომდე ვერ დავიხარჯეო - ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლას პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე. 

,,მაინც რამხელა საქონელია უტიფრობა. ამ არსებამ შეთხზა კაბელების საქმე, დასდევდა გამოგონილ ფაღარათებს, ამისთვის ატერორა და აწიოკა ბევრი პატიოსანი თავდაცვის მოხელე და ახლა გაიძახის ბოლომდე ვერ დავიხარჯეო. კატასტროფაა. ჯარს გვერდში დგომა სჭირდება",- წერს უგულავა.   

ამავე თემაზე