2019-09-04 12:52:50
ბანკებში დოლარი 3 ლარს გადასცდა

კომერციულ ბანკებში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს აჭარბებს. TBC ბანკში ამ დროისათვის დოლარი 3.0150 ლარი ღირს, საქართველოს ბანკში კი 3.005 ლარი.

გუშინ TBC ბანკში დოლარის ღირებულება იგივე იყო, საქართველოს ბანკში კი 3 ლარს ჯერ კიდევ არ იყო გადაცდენილი. ეროვნული ვალუტა გუშინდელთან შედარებით გაუფასურდა Bloomberg-ის ვალუტის გაცვლით სისტემაშიც, სადაც ერთი აშშ დოლარის ფასი ამჟამად 2.9725 ლარია.

ეროვნული ბანკის უკანასკნელი, გუშინდელი ცნობით, დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.9683 ლარია.  

ამავე თემაზე