2019-08-16 17:39:23
ლარი ისევ გაუფასურდა 

ლარი ისევ გაუფასურდა -  ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9232 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9182 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 შეადგინა.

ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებაში. მისი კურსი 3.2395 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2555 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0160 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ამავე თემაზე