2019-08-16 11:51:59
ვინ უნდა გაასამართლოს ლევან ვასაძე?!" ვასაძეს აქვს იმუნიტეტი ივანიშვილისგან 

"ძალიან კარგად შედგენილი საჩივარია. ყველა დარღვევა სრულად აქვს აღწერილი და მოთხოვნაც, შესაბამისად, სწორია, მაგრამ ვინ უნდა გაასამართლოს ლევან ვასაძე?!" - ამ განცხადებას, „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნინო ბოლქვაძე აკეთებს. ბოლქვაძე იურისტ ტედ ჯონასის მიერ ლევან ვასაძისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნას ეხმაურება. მან რადიო თავისუფლებას უთხრა:

ვინ უნდა გაასამართლოს ლევან ვასაძე?! რომელმა სამართალმდცავმა ორგანოებმა, ვინც ბიძინა ივანიშვილის პირად, დანაშაულებრივ ბანდ-დაჯგუფებად იქცა?!

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მადლიერების განცდა მაქვს ამ ადამიანის მიმართ, ვინც ეს შრომა იტვირთა საკუთარ თავზე. ამ ივნისის თვის შემდეგ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები იმდენად ფრუსტრირებულები დავრჩით პროცესებით, ისეთი სიახლეები გახდა ცხადი ჩვენთვის, რაც აქამდე დაფარული იყო და ეჭვის დონეზე თუ გვქონდა, რომ პრაქტიკულად აზრი დაკარგა ასეთმა მიმართვამ ჩვენთვის.

ცხადია, ვეთანხმებით შეფასებებში. ძალიან კარგად შედგენილი საჩივარია. ყველა დარღვევა სრულად აქვს აღწერილი და მოთხოვნაც, შესაბამისად, სწორია, მაგრამ ვინ უნდა გაასამართლოს ლევან ვასაძე?! რომელმა სამართალმდცავმა ორგანოებმა, ვინც ბიძინა ივანიშვილის პირად, დანაშაულებრივ ბანდ-დაჯგუფებად იქცა?!

ჩვენ მართლმსაჯულების სისტემა დაგვემხო თავზე! აღარ გვყავს უბრალოდ! და არც პოლიციელები გვყავს! ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობის 10%-ს (ლგბტ თემი არის 10%) აღარ გვყავს!“.

ამავე თემაზე