2019-08-15 12:46:26
კიდევ ერთი კონკურსი - აჭარის ტელევიზიის დირექტორობა ამჯერად 8 პირს სურს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა განცხადებების მიღება დასრულდა. მაუწყებლის დირექტორის კონკურსში 8 კანდიდატი დარეგისტრირდა.

რვა კანდიდატს შესაძლოა დაემატოს მეცხრე კანდიდატიც. როგორც მრჩეველთა საბჭოში განმარტეს, მეცხრე კანდიდატმა “საკონკურსო დოკუმენტაცია შუადღეზე მეილით გააგზავნა, თუმცა ამ დრომდე არაა ასახული. 

კონკურსანტების სია:

შოთა ზოიძე

გიორგი კოხრეიძე

ფირუზ ბოლქვაძე

შოთა გურაბანიძე

თინათინ ცისკარაძე

მერაბ წულუკიძე

ირაკლი კიკვაძე

ირმა ზოიძე

აქამდე ჩატარებული ორი კონკურსის შედეგად დირექტორი ვერ აირჩიეს. ბოლო კონკურსში 2-2 ხმა მიიღეს მერაბ წულუკიძე და თინათინ ცისკარაძემ. დირექტორობის კანდიდატს საბჭოს 3 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის ხელფასი 3300 ლარია. დირექტორს სამი წლის ვადით ირჩევენ.

ამავე თემაზე