2019-08-15 11:35:27
იტალიის შს მინისტრი პუტინის და მუსოლინის მსგავსად გაშიშვლდა

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო სალვინიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და დიქტატორ მუსოლინის მსგავსად წელს ზევით შიშველმა საჯაროდ დაიწყო პოზირება და ფოტოები ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ატვირთა. სალვინის მიერ ფოტოების გამოქვეყნებას გერმანული, ფრანგული თუ იტალიური მედია გამოეხმაურა. 

სალვინის ამ ტვიტს საინტერესოდ ეხმაურება ფრანგული გამოცემა TV5 MONDE-ი, რომლის სტატიაშიც ადამიანის უფლებების პროფესორი და იურისტი ალბერტო ალემანო სალვინის პოლიტიკურ ცხოველს უწოდებს და მიაჩნია, რომ მუსოლინის მსგავსად იტალიის შს მინისტრიც მოწოდებულია სრულყოს მითოლოგიური, ქარიზმატული იტალიელის სტერეოტიპული სახე, კარგი იტალიელის, რომელიც პლაჟზე უპერანგოდ დადის. 

გერმანულ გამოცემა Die Welt-ს კი სალვინის ქცევამ ვლადიმერ პუტინი გაახსენა. 2017 წელს რუსეთი პრეზიდენტის წელსზემოთ შიშველი კადრები გაავრცელა კრემლის პრესსამსახურმა და სახელმწიფო ტელევიზიებმა. რუსული წყაროები მაშინ იტყობინებოდნენ, რომ პუტინი ციმბირში ისვენებს – დროს თევზაობასა და ნადირობაში ატარებს.


 

ამავე თემაზე