2019-08-14 15:35:30
ცალსახა თხოვნაა მისცენ საშუალება ოჯახებთან კომუნიკაციის - ხოშტარიამ 20 ივნისის აქციის დაკავებულები მოინახულა 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, 20 ივნისის აქციისას დაკავებული სამი პირი მოინახულა. ელენე ხოშტარიას თქმით, დაკავებული ადამიანები პოლიტიკური მძევლები არიან, მათ არ ეძლევათ ახლობლებთან შეხვედრის საშუალება.

ხოშტარია შეხვდა, "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილიც მოინახულა. 

„მე დღეს ოქრუაშვილიც ვინახულე. ერთი ძალიან ცალსახა თხოვნაა რაც ყველასგან ისმის, ადამიანური თხოვნა, რომ მისცენ საშუალება ოჯახებთან კომუნიკაციის, რადგან არიან ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ ახალშობილი ბავშვები, მშობლები ნერვიულობენ. წარმოუდგენელია, ამ ყველაფერთან ერთად რატომ უნდა შეეზღუდოთ ადამიანებს კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ამავე თემაზე