2019-08-14 15:19:19
მგლის ხროვას ახასიათებს ასეთი თვისება, რომ რაღაცას რომ ჩაიდენენ ერთად უნდა იყვნენ - უგულავა სირაძის დაწინაურებაზე 

მგლის ხროვას ახასიათებს ასეთი თვისება, რომ რაღაცას რომ ჩაიდენენ ერთად უნდა იყვნენ - ამ განცხადებით, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე, ვაჟა სირაძის დანიშვნას ეხმაურება. 

ვაჟა სირაძე 20 ივნისის აქციის დარბევის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია

პატრულის მაღალჩინოსანი, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა. მან ძალის გამოყენებით და კანონის დარღვევით გააძევა პარლამენტის მოქმედი დეპუტატი ნიკა მელია.

უგულავა ამბობს, რომ პრობლემა არა სირაძის დაწინაურება, არამედ შს მინისტრია, რომელმაც 20 ივნისს სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. მისივე განცხადებით, გახარია უნდა გადადგეს, რადგან ახლა ის რეჟიმის შენარჩუნებას ცდილობს. 

„მგლის ხროვას ახასიათებს ასეთი თვისება, რომ რაღაცას რომ ჩაიდენენ ერთად უნდა იყვნენ. დანაშაულს ახასიათებს ასეთი რამ. ყველა ის ადამიანი, რომელიც 20 ივნისის ტრაგედიაში ხელები სისხლში დაიბანა, ცდილობენ ერთად დაჯგუფებას. მთავარი ვინმე სირაძე სად დაინიშნება ის არ არის, მთავარი არის ის, რომ მას ნიშნავს გახარია, რომელიც თვითონ არის ეჭვმიტანილი დანაშაულებებში და თვითონ უნდა წავიდეს. როდესაც დამნაშავე უდგას უწყებას სათავეში, ნებისმიერი უწყება ამას ემსახურება. ანუ სი არ არის ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ გარკვეული რეჟიმის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად,“-განაცხადა გიგი უგულავამ.

ამავე თემაზე