2019-08-14 15:11:32
სწრაფად ამ ვალების გასტუმრება ვერ მოხერხდება და ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება კომპანიებს - პაატა სალია საგადასახადო დავალიანებაზე 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომ ტელეკომპანიებმა დაიწყონ მოლაპარაკებები უწყებასთან დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით, "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ეხმაურება. 

პაატა სალიას თქმით, მენეჯმენტი გეგმავს უახლოეს პერიოდში დაიწყოს მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან და საგადასახადო სამსახურთან ვალის გადანაწილებასთან დაკავშირებით. 

სალია ამბობს, რომ არსებული დავალიანების ერთიანად დაფარვა ვერ მოხდება, რადგან ის მძიმე ტვირთად დააწვება კომპანიას და გამოიწვევს მნიშვნელოვან შეფერხებებს. 

„ფინანსთა მინისტრის შეთავაზება იყო რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მოხდეს გრაფიკის წარმოდგენა, თუ რა სახით შეიძლება დაფარონ ტელეკომპანიებმა ეს საგადასახადო ვალდებულება, ცხადია, რომ სწრაფად ამ ვალების გასტუმრება ვერ მოხერხდება და ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება კომპანიებს, ეს ალბათ ყველას ესმის დღეს. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები, ფინანსთა სამინისტროსთან და გამოვნახოთ ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც ტელეკომპანიას ხელს შეუწყობს, რომ არ იყოს რაიმე შეფერხებები,“-აცხადებს პაატა სალია.

ამავე თემაზე