2019-08-14 13:37:35
"შარიკოვშინა", უზრდელი, თავხედი და უვიცი - დაპირისპირება მეთოფიშვილსა და დოლიძეს შორის 

"შარიკოვშინა", უზრდელი, თავხედი და უვიცი - ამ განცხადებით, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა საბჭოს არამოსამრთლე წევრს ანა დოლიძეს მიმართა. 

კამათი მოსამართლე თეა ძიმისტარიშვილთან გასაუბრებისას მოხდა. 

საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მოსაზრებით, აღნიშნული ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. დისკუსიისას ანა დოლიძემ ირაკლი შენგელიას მის მიერ დასმული კითხვის გამეორება სთხოვა, რაზეც როგორც საბჭოს წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა განაცხადა, ეს გასაუბრების ფორმატში არ ჯდება, რომ შენგელიამ დოლიძეს „ანგარიშები აბაროს". დოლიძემ ამაზე უპასუხა, რომ მეთოფიშვილი საუბრის ობიექტი არ ყოფილა და მას „შარიკოვშინა" უწოდა.

ამის შემდეგ მეთოფიშვილმა ანა დოლიძეს უზრდელი უწოდა.

„უზრდელი, თავხედი და უვიცი ხარ", - ამ სიტყვებით მეთოფიშვილმა ანა დოლიძეს რამდენჯერმე მიმართა.

„რამდენჯერ უნდა გაიმეოროთ? სასწრაფო ხომ არ გამოგიძახოთ, ბატონო სერგო, წინასწარ?", - მიმართა ანა დოლიძემ.

მომხდარს ხმაური მოჰყვა, რის შედეგადაც მცირე შესვენება გამოცხადდა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატ თეა ძიმისტარიშვილთან გასაუბრება რამდენიმე წუთში გაგრძელდა.

თეა ძიმისტარაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხდება, ამიტომ, მისი თქმით, აუცილებელია ეს საკითხი დარეგულირდეს.

„ყოველი არჩევნების წინ, ჩვენ ვხედავთ ისეთ ძალადობით ფაქტებს, შემთხვევის, სიძულვილის ენას პოლიტიკური გაერთიანებების, პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ხშირად აქვს ადგილი გამონათქვამებს და იქმნება იმის აუცილებლობა, რომ მოხდეს რეგულაცია, მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა დასჯადია სისხლის სამართლებრივი წესით, აქ უკვე რეგლამენტაციაზეა საუბარი. რაც შეეხება კრიტიკას, კრიტიკას ჰყავს ობიექტი, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება იყოს დადებითი კრიტიკა და უარყოფითი კრიტიკაც. დადებით კრიტიკასთან დაკავშირებით, როდესაც გამკრიტიკებელი გთავაზობს პრობლემის მოგვარების გზას,  მაგრამ არის უარყოფითი კრიტიკაც, რომელიც საფუძველს მოკლებულია,  პირმა არ იცის კონკრეტული საკითხი და პრობლემის გადაწყვეტის გზის გარეშე მიუთითებს მხარეს და აკრიტიკებს. სიძულვილის ენასთან მიმართებაში, აუცილებელია რეგულაციები,“ - განაცხადა თეა ძიმისტარაშვილმა.

ამავე თემაზე