2019-08-14 12:50:44
"უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება" - სუს- გუგუტიანთკარში ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლების პროცესზე 

გუგუტიანთკარში ბორდერიზაციიის განახლების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. როგრც "პირველ რადიოს" განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

"ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული. 

ამავე თემაზე