2019-08-14 12:43:30
რუსმა ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. ინფორმაციას ამის შესახებ, "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრი დავით ქაცარავა ავრცელებს. 

"როგორც რამდენიმე წუთის წინ ჩემს პირდაპირ ჩართვაში შეგატყობინეთ, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გუგუტიანთკარში რუსმა ოკუპანტებმა გააგრძელეს სოფლის მცოცავი ოკუპაცია. 
ჩვენ უკვე ვიმყოფებით სოფლის მისადგომებთან, კერძოდ კი მერეთის პოლიციის შენობასთან. 
პოლიცია აღარ გვიშვებს გუგუტიანთკარის მიმართულებით. 
ეს 99% დადასტურებაა იმისა, რომ ეს ინფორმაცია უტყუარია. 
ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მოგაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია.
მთავრობის წევრებო!
იმედი მაქვს, ვიხილავთ თქვენს გუგუტიანთკარში შემავალ მანქანებს!
გუგუტიანთკარელებო!
პოლიცია არ გვიშვებს თქვენს გვერდით დასადგომად!,"-წერს ქაცარავა. 

ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. როგრც "პირველ რადიოს" განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

"ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული. 

ამავე თემაზე