2019-08-14 12:35:43
20 ივნისის აქციის დარბევის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი შს მინისტრმა დააწინაურა - სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა 

 

საპატრულო პოლიციის მოადგილე ვაჟა სირაძე შს მინისტრმა დააწინაურა. სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსად დაინიშნა. ვაჟა სირაძე 20 ივნისის აქციის დარბევის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. 

პატრულის მაღალჩინოსანი, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა. მან ძალის გამოყენებით და კანონის დარღვევით გააძევა პარლამენტის მოქმედი დეპუტატი ნიკა მელია.

 

ამავე თემაზე