2019-08-14 12:26:36
გაყალბებული ისტორია აგვისტოს ომზე - ოპოზიცია ტვ "იმედისგან სკანდალური ფილმის ავტორის დასახელებას ითხოვს

აგვისტოს ომის დამახინჯებული ფაქტები და სკანდალური ფილმი ტვ "იმედზე" - ოპოზიცია ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან ავტორის დასახელებას ითხოვს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ფილმით ავტორებმა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, რუსული დაკვეთა შეასრულეს. ოპოზიცია ფილმის ავტორის დასახელებას ითხოვს. სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია "იმედმა" ფილმი მოამზადა საქართველოს ხელისუფლების დაკვეთით.

„ეს არის საქართველოში მომზადებული, ქართულ ენაზე მომზადებული რუსული პროპაგანდა. ფილმი ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს სახელმწიფოს 2008 წელს საომარი მოქმედებების დაწყებაში. ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ეს ფილმი გავიდა ქართულ ტელეარხზე და არა ORT თუ "Russia today" ან რომელიმე პროპაგანდისტულ არხზე. ჩვენ მივმართავთ ტელეკომპანია "იმედს." სრული უფლება აქვს საზოგადოებას იცოდეს ვინ არის ფილმის ავტორი, მოგიწოდებთ რომ საჯაროდ გასცეთ ეს ინფორმაცია. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ტელეკომპანია "იმედს" და საქართველოს ხელისუფლებას, გასაგებია ყველასთვის რომ ხელისუფლების დაკვეთით მომზადდა ეს სამარცხვინო ფილმი. მათ გვინდა შევახსენოთ 2008 წელს მომხდარ ფაქტებს შესაბამისი შეფასება მისცა საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და საქართველო არის მსხვერპლი,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

  

ამავე თემაზე