2019-08-13 14:06:29
როდესაც ადამიანებს პრობლემები აქვთ მართლმსაჯულებასთან, პოლიტიკური პარტიის ან ტელევიზიის შექმნაზე ლაპარაკობენ - ვოლსკი ხაზარაძეზე 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას ეხმაურება.

კითხვაზე, არის თუ არა მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლა დაკავშირებული მის მიერ იმუნიტეტის მოპოვების მცდელობასთან, ვოლსკი აცხადებს, რომ იმუნიტეტისთვის მსგავსი ქმედებები ხშირად ხდება. 

მისი თქმით, ხშირად არის, რომ როდესაც ადამიანებს გარკვეული პრობლემები აქვთ მართლმსაჯულებასთან, პოლიტიკური პარტიის შექმნაზე, პოლიტიკურ ამბიციებზე ან ტელევიზიის შექმნაზე ლაპარაკობენ. ვოლსკი ამბობს, რომ ბოლო დროს ეს რაღაც გარკვეული ტრენდი გახდა.

„იმუნიტეტისთვის ხშირად არის, რომ როდესაც ადამიანებს გარკვეული პრობლემები აქვთ მართლმსაჯულებასთან, პოლიტიკური პარტიის შექმნაზე, პოლიტიკურ ამბიციებზე ან ტელევიზიის შექმნაზე ლაპარაკობენ. ბოლო დროს ეს რაღაც გარკვეული ტრენდი გახდა, მაგრამ ყველაფერს საზოგადოება გადაწყვეტს. ჩემი დაკვირვებით, საზოგადოება გაცილებით უფრო გაზრდილია თავის მოთხოვნებში პოლიტიკური პარტიების მიმართ, პოლიტიკის მიმართ საგარეო თუ საშინაო საკითხებზე და პოლიტიკურმა პარტიებმა ან მათი შექმნის მსურველებმა, ძალიან სერიოზულად უნდა გააანალიზონ თავისი ამბიციები,"-განაცხადა ვოლსკიმ.

 

ამავე თემაზე